აუდიტორული ფირმა კონსაუდი მომხმარებელს აუდიტორულ და დაკავშირებულ მომსახურებას სთავაზობს 1996 წლიდან. ჩვენი მთავარი პრიორიტეტია მომსახურების ხარისხი,პროფესიული სტანდარტების და ეთიკური ნორმების უნაკლოდ დაცვა. დაარსებიდან, ჩვენი მთავარი სპეციალიზაციაა აუდიტი და კონსალტინგი. კონსაუდი თავისი არსებობის განმავლობაში განუხრელად მიჰყვება დინამიური განვითარების, პროფესიონალური დონის ამაღლებისა და პროფესიული მომსახურების სპექტრის გაფართოების პრინციპს. კონსაუდი არის საერთაშორისო ქსელის IECnet წევრი. |
ჩვენი კომპანია 2007 წლიდან ბუღალტერთა საერთაშორისო ფედერაციის (IFAC) ნამდვილი წევრი ორგანიზაციის - "საქართველოს პროფესიონალ ბუღალტერთა და აუდიტორთა ფედერაციის" (ბაფი) კორპორაციული წევრია. ჩვენთან დასაქმებულნი არიან გამოცდილი სპეციალისტები ბუღალტრული აღრიცხვისა და გადასახადების სფეროში, რომელთა კვალიფიკაცია დადასტურებულია ბაფის "პროფესიონალი ბუღალტრის" სერტიფიკატებით. აუდიტის სფეროში საქმიანობის უფლებამოსილების მისანიჭებლად ბუღალტრული აღრიცხვის ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურის მიერ კონსაუდი რეგისტრირებულია აუდიტორული ფირმების რეესტრში. ხარისხის კონტროლის სისტემის მონიტორინგის შედეგების მიხედვით კონსაუდი უფლებამოსილია ჩაატაროს საზოგადოებრივი დაინტერესების პირების ფინანსური ანგარიშგების აუდიტი. |