კონსაუდი არის ქართული აუდიტური კომპანია, რომელიც მომხმარებელს სთავაზობს მაღალი ხარისხის მომსახურებას 1996 წლიდან. ჩვენი მთავარი პრიორიტეტია მომსახურების ხარისხი და პროფესიული სტანდარტების უნაკლოდ დაცვა.დაარსებიდან, ჩვენი მთავარი სპეციალიზაციაა აუდიტი და კონსალტინგი. კონსაუდი თავისი არსებობის განმავლობაში განუხრელად მიჰყვება დინამიური განვითარების, პროფესიონალური დონის ამაღლებისა და პროფესიული მომსახურების სპექტრის გაფართოების პრინციპს.
|
ჩვენი კომპანია 2007 წლიდან ბუღალტერთა საერთაშორისო ფედერაციის (IFAC) ნამდვილი წევრი ორგანიზაციის - "საქართველოს პროფესიონალ ბუღალტერთა და აუდიტორთა ფედერაციის" (ბაფი) კორპორაციული წევრია. ჩვენთან დასაქმებულნი არიან გამოცდილი სპეციალისტები ბუღალტრული აღრიცხვისა და გადასახადების სფეროში, რომელთა კვალიფიკაცია დადასტურებულია ბაფის "პროფესიონალი ბუღალტრის" სერტიფიკატებით. აუდიტის სფეროში საქმიანობის უფლებამოსილების მისანიჭებლად კონსაუდი "ბაფის" მიერ რეგისტრირებულია აუდიტორთა რეესტრში. |
|