საქართველოში ფინანსური ანგარიშგების საერთაშორისო სტანდარტების დამკვიდრებისა და საგადასახადო კოდექსის პერმანენტული ცვლილების ფონზე, ხშირად მაღალკვალიფიციურ ბუღალტერსაც კი უჭირს სწორი გადაწყვეტილების მიღება რთულ საკითხებთან დაკავშირებით. ეს ბუნებრივიცაა, რადგან იცვლება და იხვეწება ფინანსური ანგარიშგების სტანდარტები, საგადასახადო და ბიზნეს კანონები. ხშირად კომპანიაში იცვლება სიტუაცია, ჩნდება ბუღალტრისათვის მანამდე უცნობი ოპერაციები და სხვა გარემოებები. ზოგჯერ, შეცვლილი ნორმატიული აქტების დებულება ორაზროვანი და ბუნდოვანია.

ასეთი საკითხებისა და პრობლემების გადაწყვეტის ეფექტური გზა სწორედ კვალიფიციური სპეციალისტების კონსულტაციაა.

გარე სპეციალისტების კონსულტაციები ჰარმონიულად ავსებს კომპანიის სპეციალისტების გამოცდილებას და ეხმარება მათ გარკვეული ნიუანსების გაგებაში. ამით კომპანია უფრო დაზღვეული ხდება რისკებისაგან, რომელიც შეიძლება გამოიწვიოს ინფორმაციის დაგვიანებამ, არასწორად გაგებამ, არამართებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით გადაწყვეტილების მიღებამ,  საგადასახადო კანაონმდებლობის მოთხოვნის უნებლიე გაუთვალისწინებლობამ და სხვ.
ჩვენი საკონსულტაციო მომსახურება ორიენტირებულია კლიენტის ბუღალტრული აღრიცხვისა და საგადასახადო დაბეგვრის გარკვეული საკითხებისა და ამოცანების მკაფიო განსაზღვრასა და პროფესიონალურ გადაწყვეტაზე.

ჩვენ საკონსულტაციო მომსახურებას ვეწევით შემდეგი მიმართულებით:

  • ბუღალტრული აღრიცხვა;

  • ფინანსური ანგარიშგება;

  • საგადასახადო დაბეგვრა;

  • გადასახადების დეკლარირება;

ჩვენგან სურვილისამებრ შეგიძლიათ მიიღოთ ერთჯერადი, ან/და სააბონენტო საკონსულტაციო მომსახურება.
FaLang translation system by Faboba

ყველა უფლება დაცულია Consaudi.ge