ბიზნესის ეფექტური მართვისთვის აუცილებელია დროული და სანდო ფინანსური ინფორმაცია, რომლის უზრუნველყოფის ფუნქცია ბუღალტრული აღრიცხვის სისტემას აკისრია. მნიშვნელოვანია კომპანიას ჰქონდეს მოწერიგებული ბუღალტრული აღრიცხვა. ამის მიღწევა შესაძლებელია კომპანიის სააღრიცხვო სფეროში მაღალკვალიფიციური კადრების დასაქმებით, რომელთაც გააჩნიათ ცოდნა და გამოცდილება არა მარტო ბუღალტრული აღრიცხვისა და საგადასახადო დაბეგვრის სფეროში, არამედ სამეწარმეო, შრომისა და სამოქალაქო კანონმდებლობაში. მსოფლიო პრაქტიკის ანალოგიურად, საქართველოში დამკვიდრდა კომპლექსური საბუღალტრო მომსახურება, რომელიც გულისხმობს სააღრიცხვო საქმიანობის გადატანას კომპანიიდან საბუღალტრო მომსახურების მიმწოდებელ ფირმებში. ამით იზოგება ხელმძღვანელობის დრო, ენერგია და კომპანიის ფულადი რესურსები. |
ჩვენთან შესაძლებელია შემდეგი საბუღალტრო მომსახურების მიღება: 1. მცირე და საშუალო კომპანიების კომპლექსური საბუღალტრო მომსახურება (ბუღალტრული აღრიცხვის წარმოება); 2. ბუღალტრული აღრიცხვის აღდგენა და მოწესრიგება; 3. ფინანსური ანგარიშგების მომზადება; 4. კონსოლიდირებული ფინანსური ანგარიშგების მომზადება; 5. სააღრიცხვო სისტემისა და პროცედურების დაგეგმვა; 6. სააღრიცხვო პოლიტიკის შემუშავება; 7. კომპანიების შერწყმისა და გაყოფის ანგარიშგებების მომზადება; 8. საგადასახადო დეკლარაციების მომზადება. |