ბიზნესის განვითარება, ფინანსური მდგომარეობისა და შედეგების გაუმჯობესება დამოკიდებულია იმაზე, თუ როგორ აკონტროლებს კომპანია საკუთარ შემოსავლებსა და ხარჯებს, აკმაყოფილებს მომხმარებელთა მოთხოვნებს და რეაგირებს ბიზნესის მუდმივად ცვალებად გარემოზე. კონკურენტულ გარემოში ინვესტორების, მომწოდებლების და მყიდველების ნდობის მოპოვებისა და შენარჩუნებისთვის აუცილებელია კომპანიის საქმიანობის შესახებ გამჭვირვალე, სანდო და უტყუარი ინფორმაციის მიწოდება. კომპანიის ფინანსური ინფორმაციით დაინტერესებულ პირთა მოთხოვნის დაკმაყოფილების ერთერთი გზა მათთვის აუდირებული ფინანსური ანგარიშგების წარდგენაა. 20 წელზე მეტია კონსაუდი ეწევა მომსახურებას აუდიტის სფეროში. ჩვენ ამ პერიოდში ვმუშაობდით სხვადასხვა ორანიზაციულ-სამართლებრივი ფორმისა და განსხვავებული საქმიანობის (მრეწველობა, ვაჭრობა, მშენბლობა, სხვადასვა სახის მომსახურება) მქონე კომპანიებთან. |
ჩვენგან შეგიძლიათ მიიღოთ აუდიტის საერთაშორისო სტანდარტებით რეგულირებული შემდეგი მომსახურებები: 1. ფასს-ით მომზადებული ფინანსური ანგარიშგების აუდიტი; 2. მცირე და საშუალო საწარმოთა ფასს-ით მომზადებული ფინანსური ანგარიშგების აუდიტი; 3. ფინანსურ ინფორმაციასთან დაკავშირებული შეთანხმებული პროცედურები; 4. ფინანსური ანგარიშგების მიმოხილვა; 5. სხვა მარწმუნებელი მომსახურება. |